მთავრობამ ანაკლიის პორტზე ინვესტორების კვალიფიკაციის მოთხოვნათა მიღება გაახანგრძლივა

მთავრობამ ანაკლიის პორტზე ინვესტორების კვალიფიკაციის მოთხოვნათა მიღება გაახანგრძლივა

საქართველოს მთავრობამ ინვესტორებისთვის ანაკლიის პორტზე წინადადებების მიღება ერთი თვით გაახანგრძლივა. თუ აქამდე დაინტერესებულ პირებს კვალიფიკაციის შესახებ მოთხოვნის წარდგენისთვის ვადა 19 მაისის 18 საათამდე ჰქონდათ, ახლა ეს ვადა 19 ივნისამდე გადავადდა. ასევე, 17 ივლისის ნაცვლად 28 ივლისამდე გადავადდა წინადადებების წარმოდგენის შესახებ მოთხოვნის საბოლოო ვადაც.

არიან თუ არა ანაკლიის პორტის პროექტით დაინტერესებულნი ინვესტორები, უცნობია. 30 აპრილისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში არცერთი ოფიციალური განაცხადი არ იყო შესული და ეს იმ დროს, როდესაც მთავრობა გეგმავს პორტის მშენებლობა წელსვე, შემოდგომაზე დაიწყოს, ახალი პირობებით, რაც იმას ნიშნავს, რომ პორტის 51% -იანი წილი სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება.

გასულ კვირას ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, გადაცემა “ანალიტიკას“ წამყვანის კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ ტვირთის მოზიდვის პასუხისმგებლობა სრულად ინვესტორზე იქნება და მთავრობა არ აპირებს ინვესტორს ტვირთბრუნვის რისკი დაუზღვიოს. თუ ოპერატორი ვერ იძლევა ტვირთების ტრეფიკის გარანტიას, მაშინ აზრს კარგავს გვყავდეს კერძო ოპერატორი აქ, მაშინ როდესაც სახელმწიფოს შეუძლია ორჯერ უფრო ნაკლებ პროცენტში მოიზიდოს საკრედიტო დაფინანსება – თქვა ხუციშვილმა.

პარალელურად, გრძელდება ორი საარბიტრაჟო დავა პროექტის წინა ინვესტორთან, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან”, რომელიც მიუთითებს, რომ მთავრობის დესტრუქციული ქმედებების გამო, მათ პროექტის განვითარების შესაძლებლობა წაერთვათ.

მსგავსი სიახლეები

თბილისის აეროპორტს ყაზახეთის კიდევ ერთი მიმართულება დაემატა – რა სიხშირით შესრულდება ფრენები?

თბილისის აეროპორტს ყაზახეთის კიდევ ერთი მიმართულება დაემატა – რა…

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიამ Scat Airlines ყაზახეთის ქალაქ შიმქენთიდან პირველი მგზავრები ჩამოიყვანა. აღნიშნული მიმართულებით ავიარეისები რეგულარული იქნება და კვირაში ორჯერ –…
ნოემბერში ფულადი გზავნილები $298 მილიონამდე გაიზარდა – რომელი ქვეყნებიდან გადმორიცხეს თანხა?

ნოემბერში ფულადი გზავნილები $298 მილიონამდე გაიზარდა – რომელი ქვეყნებიდან…

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 298.39 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.9%-ით მეტია…
11 თვეში საქართველომ ტურიზმიდან $4.4 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო – Galt & Taggart

11 თვეში საქართველომ ტურიზმიდან $4.4 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო –…

Galt & Taggart-ის შეფასებით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 4.9%-ით გაიზარდა და 4.4 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. საინვესტიციო ბანკის…